შერმადინის 8 ქულა და "ტენერიფეს" მარცხი მალაგაში

AutoSharing Option
ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა, 33-ე ტურში, გიორგი შერმადინის "ტენერიფე" სტუმრად "უნიკახას" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 71:75 დამარცხდა.

პირველი ორი მეოთხედი გუნდებმა ერთნაირი ანგარიშით მოიგეს (21:13, 13:21), მაგრამ გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელშიც მალაგელებმა 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, "ტენერიფემ" კი დასკვნით ათწუთეულში ჩამორჩენა ვეღარ აღმოფხვრა.

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მხოლოდ 15 წუთი ითამაშა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი კი 6 გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ
"ტენერიფეს" რიგებიდან 10-ქულიან ზღვარს ვერავინ გადასცდა. ყველაზე შედეგიანი 9 ქულით ფრან გერა იყო, 8-8 ქულა კი სასუ სალინმა და მარსელინო უერტასმა დააგროვეს.

"ტენერიფე" 23 მოგებით და 10 წაგებით მე-4 ადგილზეა, რეგულარული სეზონის ბოლო ტურში კი, 23 მაისს, "სარაგოსას" უმასპინძლებს. შემდეგ კი პლეი-ოფი დაიწყება, რომელშიც ლიგის 8 საუკეთესო გუნდი ითამაშებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული