შერმადინმა სეზონი დაასრულა – "ტენერიფე" "უნიკახამ" და ვირუსმა დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული გიორგი შერმადინისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. "ლენოვო ტენერიფემ" მეოთხედფინალური სერიის მე-2 მატჩიც წააგო "უნიკახასთან", ამჯერად მალაგაში და პლეი-ოფს გამოეთიშა. პირველი შეხვედრა ტენერიფელებმა შინ 59:72 წააგეს, საპასუხო შეხვედრაში კი კიდევ უფრო უიმედო მარცხი განიცადეს – 74:97 და სეზონიც დაასრულეს.

"ტენერიფემ" პირველი პერიოდი 9 ქულით მოიგო (22:13), თუმცა "უნიკახამ" მეორე მეოთხედში საოცრად ითამაშა და შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 50:36. ამის შემდეგ ტენერიფელებმა თამაშის შემობრუნება ვეღარ მოახერხეს.

თავდაპირველი ინფორმაციით, ტენერიფეში ვირუსი მძვინვარებდა. საუბარი იყო ნაწლავურ ინფექციაზე, რომელმაც მწყობრიდან
ლამის ნახევარი გუნდი გამოიყვანა. გიორგის ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, თუმცა ის პარკეტზე მაინც ვიხილეთ. შერმადინმა ძალიან ცოტა დრო მიიღო. მან 8:58 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

შერმადინის გუნდმა სერია 0:2 დათმო და ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ასპარეზობა დაასრულა. "უნიკახა" ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, მათი მეტოქე ნახევარფინალში "ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის გამარჯვებული გუნდი იქნება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიანაც კარგია ....ამდენი ტრაბახა და ბაქიბუქმა ასე იცის.რა ვირუსი რეებს ბოდიალობთ აჯობა გუნდმა და დამარცხდა.
აბუდ
18:25 02-06-2023
9
რა ჭამენ კი მარა ასეთი, თუ სვანური მარილი ჩაუყარეს?Dდ
ეეე
20:06 02-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული