შეთანხმება მიღწეულია - ეროვნული ნაკრების შეკრების წინ შენგელია გუნდს იცვლის

AutoSharing Option
SDNA-ს ჟურნალისტის, გეორგიოს ზაკასის ინფორმაციით, თორნიკე შენგელიამ "პანათინაიკოსთან" შეთანხმებას მიაღწია და ჩვენებური, დიდი ალბათობით, ბერძნულ გრანდში გადაბარგდება.

ერთადერთი ახლა ისღა არის გასარკვევი, თუ რა გზით მოხდება ეს. 2022 წელს ქართველმა "ვირტუს ბოლონიასთან" კონტრაქტი 2+1 სისტემით გაახანგრძლივა, ახლა კი ის იტალიელებს უნდა დაელაპარაკოს, რათა წასვლის გზები გამონახოს, მაგრამ ჩვენი ბერძენი კოლეგა გვეუბნება, რომ ეს რთული არ იქნება, რადგან თორნიკეს ამჟამინდელ კლუბს ფინანსური კრიზისი აქვს.

ზაკასისვე თქმით, შენგელია ამჟამად აშშ-შია და ოჯახთან ერთად ისვენებს. ის მალე დაბრუნდება ევროპაში და საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ
შეკრებაში ჩაერთვება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამას რა ენაღვლება სადაც უნდა იქ წავა...ძაან ცუდი ის არის რომ უკან არ იხედება და არც წინ...რატო არ ფიქრობს გლეხის შვილების პერსპექტიულ ბავშვებს.მაგ.ჩემს შემთხვევაში 210 სიმაღლის ბავშვი მყავს და ყურადღება ყველასგან აბსოლუტურად ნული.17 წლის არის.რატო არ ფიქრობს მომავალ თაობაზე.მაინც და მაიც ძმისშვილი უნდა იყოს ან მეგობრის შვილი.
გიო
21 ივლისი 2023 01:45
12
თოკომ სადაც არ უნდა ითამაშოს ენა ვერ მომიბრუნდება მისი კრიტიკისთვის. რაც მან ნაკრებისთვის გააკეთა თუნდაც იმ ისტორიული 4 დღის მანძილზე. სეზონიც გადატვირთული ქონდა და მაინც ..... წარმატებები ყველგან ჯიგრიან ქართველს
დინამოელი
20 ივლისი 2023 22:08
1
თოკო არის ვარსკვლავი წარმატებები ჩვენ ოქროს ბიჭს
ზზზზ
20 ივლისი 2023 20:51
2
ბერძნების ფინანსური და გუნდური შესაძლებლობები ბევრად უკეთესი აქვს და შესაბამისად მიზნებიც უფრო დიდი.
წარმატებები ჩვენს ჯიგარ კაპიტანს.
კოტიკო
20 ივლისი 2023 18:51
1
სერბულ გუნდს ჯობია
სოსო
20 ივლისი 2023 15:32
3
კარგია.
მალხაზ ჯობავა
20 ივლისი 2023 14:27
0
რაღაცას მოახერხებს, არ იდარდოთ თქვენ ;)
ვვვ
20 ივლისი 2023 14:26
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული