შერმადინის ოთხიანები და "ტენერიფეს" მე-4 მოგება

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" მიმდინარე სეზონში მე-4 გამარჯვება მიითვალა და მოგებ-წაგებათა ბალანსი გაითანაბრა. ეს უკვე პროგრესია, რადგან ქართველი ცენტრის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი 3 წაგებით დაიწყო, რის შემდეგაც ტენერიფელებმა თამაში გამოაკეთეს და ბოლო წლებში ჩვეულად ქცეულ ფავორიტის იმიჯს ნელ-ნელა იბრუნებენ.

მორიგი მატჩი "ტენერიფემ" შინ, "ანდორას" მოუგო. ტენერიფელებმა შერმადინის ყოფილ გუნდს დამაჯერებლად – 71:53 მოუგეს. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 20 წუთში 4 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. შერმადინმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 2 საჯარიმო მიითვალა.

საუკეთესო
შედეგი მარსელინიო უერტასმა დააფიქსირა, რომელმაც 12 ქულა და 8 პასი მიითვალა. 4 მოგებითა და 4 მარცხით "ტენერიფე" 9-11 ადგილებს იყოფს. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩს ტენერიფელები 12 ოქტომბერს, კატალონიაში, "ბარსელონასთან" ჩაატარებენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული