შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება "ვეფ რიგასთან"

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ წლევანდელ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ესპანელებმა „ვეფ რიგას“ უმასპინძლეს და 76:55 დაამარცხეს.

წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ცენტრმა: შერმადინმა 18 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე 11 ქულა, 5 მოხსნა და თითო დაფარება და პასია. „ტენერიფეში“ საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო – 22 ქულა.

სამი ტურის შემდეგ C ჯგუფში „ტენერიფეს“, „დარუშაფაკასა“ და „შოლეს“ 2-2 მოგება აქვთ და პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული