ხვიჩამ გაიტანა - "ნაპოლი" პირველი ტაიმის შემდეგ "ატალანტას" 1:0 ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია სერია A-ს მეცამეტე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ გასვლაზე „ატალანტას“ ხვიჩა კვარაცხელიას გოლით 1:0 ამარცხებს.

პირველ ტაიმში თავიდან თანაბარი თამაში იყო, ნაკლებად სანახაობრივი, მასპინძლები მეტოქეს სივრცეებს უნარიანად უზღუდავდნენ და მომენტებს არ აქმნევიდებდნენ. „ნაპოლის“ პირველი რეალური შანსი 33-ე წუთზე მიეცა, რაჰმანიმ თავით გაიტანა კიდეც, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. შემდეგ ოლივეირამ ტრავმა მიიღო, რომელიც ჟუან ჟეზუსმა შეცვალა. აღსანიშნავია, რომ მარიო რუიც ტრავმირებულია და უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებების წინ ნეაპოლური გუნდი მარცხენა მცველის გარეშე დარჩა. კვარაცხელიას სკალვინი ყურადღებით მეურვეობდა და სამჯერ წააქცია.
44-ე წუთზე კი ხვიჩამ "ნაპოლი" დააწინაურა. მან ნეაპოლურ კარიერაში მეორედ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი თავით.

ბერგამო. „ატლეტი აძური დ’იტალია“
ატალანტა - ნაპოლი
გოლი: კვარაცხელია (44)

მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლის გატანით გამოწვეული სიხარულის გამოხატვას ვინ დაუშლის, მაგრამ მე უფრო ასე მომწონს!
zurab
23:33 25-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული