შერმადინის 24 ქულა სროლათა 100-პროცენტიანი მაჩვენებლით და ოვერტაიმში მოგებული "ტენერიფე"

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის დაუვიწყარი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში - 24 ქულა ბევრი არაა და ამაზე მეტი ბევრჯერ ჩაუგდია შერმადინს, თუმცა 20-ზე მეტი ქულა ისე მოეგროვებინოს, ბურთი არ აეცილებინოს, მის ესპანურ კარიერაში მხოლოდ ერთ შემთხვევას ვიხსენებთ. დიახ, ქართველმა ცენტრმა "გრან კანარიასთან" გასვლით მატჩში 24 ქულა ისე დააგროვა, ბურთი არ აუცილებია: 9-დან 9 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო მიითვალა.

24 ქულას შერმადინმა 6 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მოაყოლა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32-ს უწია დს ის მატჩის საუკეთესო ხომ გახდა, ტურის
MVP-ის ტიტულის მოპოვების შესანიშნავი შანსიც აქვს. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: შერმადინის დიდებული თამაშის ფონზე მისმა გუნდმა, "ლენოვო ტენერიფემ" სტუმრად ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში მოიგო.

გვარიანად ჩამორჩენილმა "გრან კანარიამ" ბოლო პერიოდი 27:16 მოიგო და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. ექსტრახუთწუთეულში "ტენერიფე" შეუჩერებელი იყო. მეტოქეს 20:8 სძლია და შეხვედრა 94:82 მოიგო. ტენერიფელებს 6 მოგება და 5 მარცხი აქვთ და ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ ტურში შერმადინის გუნდი "ობრადორიოს" მიიღებს. შეხვედრა 2 დეკემბერს გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
გიო და თოკო, ესენი უნიკალური კალათბურთელებია და ყველა ქვეყანა ხელს მოაწერდა ასეთი კალათბურთელების ყოლაზე მათ ნაკრებში. ამასვე ვერ ვიტყვით ნაკრების სხვა კალათბურთელეზეც, რომლებსაც ბევრი მუშაობა და წლები სჭირდებათ რათა ამ ორის დონე მიაღწიონ მიუხედავად იმისა, რომ თავს არ ზოგავენ ნაკრების წარმატებისთვის, რისთვისაც უღრმესი მადლობა ყველას და წარმატებები.
lugu123@walla.co.il
19:46 27-11-2023
0
2 თამაში მოიგეს მსოფლიოზე და ეს ისტორიის დაწერაა.
ყრუებისთვის
11:37 27-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული