გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ დიდი შანსი ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა ერთი ტურით ადრე გაენაღდებინა, თუმცა ლატვიაში „ვეფ რიგასთან“ დამარცხდა (72:77) და ჯგუფიდან გასვლა ბოლო ტურისთვის გადადო. არც გადამწყვეტი შეხვედრა იქნება იოლი – ტენერიფელები 19 დეკემბერს საფრანგეთში „შოლეს“ სტუმრობენ.
რიგელებთან მატჩში შერმადინი ესპანელთა შორის საუკეთესი იყო. 29 წუთში 16 ქულა (8/6 ორქულიანი, 5/4 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 ჰქონდა.
17 ქულით მატჩის ბომბარდირი ალექსანდრ მადსენი გახ
და.
GBF.GE