"მეჯიქის" რიგებში გოგა ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 29:01 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 4 დაფარება მიითვალა.
"ორლანდოდან" საუკეთესო პაოლო ბანჩერო გახდა, გუნდის ლიდერმა 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
"კლივლენდიდან" დარიუს გარლანდმა საკუთარ გუნდს 36 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტი შესძინა.
ამრიგად, "მეჯიქი" 16 გამარჯვებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. "ორლანდო" მორიგ მატჩს 16 დეკემბერს, "ბოსტონ სელტიქსის" წინააღმდეგ გამართავს.
"კავალიერსი" 13 მოგებითა და 10 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. "კლივლენდი" 13 დეკემბერს "ბოსტონ სელტიქსს" დაუპირისპირდება.
გოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]