შერმადინის MVP-ის ტიტული "მანრესასთან" სტუმრად მოგებულ მატჩში

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის წარმატებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. ქართველმა ცენტრმა თავის გუნდს პრინციპული დაპირისპირება მოაგებინა. "ტენერიფე" სტუმრად შეხვდა ცხრილში გვერდიგვერდ მყოფ “მანრესას", რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში – 76:73 სძლია და ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. შერმადინმა 6-დან 3 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 12 ქულას გიორგიმ 8 მოხსნა, 4 დაფარება და 3 პასი მოაყოლა, რითაც მოედანზე მყოფთაგან ყველაზე სარგებლიანი იყო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27 ერთეული შეადგინა.

7
მოგებითა და 7 მარცხით "ტენერიფე" ცხრილში მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ტენერიფე 22 დეკემბერს, შინ, "სარაგოსასთან" გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული