
ევროლიგის მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „ოლიმპიაკოსი“ 69:67 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ და საბოლოოდ მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
შენგელიამ 29:39 წუთში 6 ქულა (5-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიამი, 4-დან 4 საჯარიმო), 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
ბოლონიური გუნდი 11 მოგებით მეორე ადგილზეა და 21 დეკემბერს გასვლაზე „ვალენსიას“ დაუპირისპირდება.
"ვირტუსი" ბოლონიაში უშუალო კონკურენტ "ვენეციასთან" ოვერტაიმში დამარცხდა