შერმადინი ტურის MVP გახდა, მისი "ტენერიფე" კი ესპანეთის სამეფო თასზე გავიდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ტენერიფესთვის" და მისთვის პირადად ესპანეთის მე-17 ტურის დარჩენილ მატჩებში კარგი ამბები მოხდა. მოგეხსენებათ, შერმადინი ამ ტურის "ხუვენტუდთან" მოგებულ შეხვედრაში გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32-ს უწია და მას ჰქონდა შანსი, თუ მის შედეგს დარჩენილ მატჩებში ვერავინ გადაფარავდა, ტურის MVP გამხდარიყო. გადაფარვით ვერა, მაგრამ გრანკანარიელმა ეი ჯეი სლაგტერმა მისი შედეგი გაიმეორა. სლაგტერის გუნდმა სტუმრად "ვალენსიას" მოუგო, ამერიკელი ლეგიონერის საერთო სტატისტიკური მონაგარი კი შერმადინივით 32 იყო. შესაბამისად, მე-17 ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ამ ორმა კალათბურთელმა – გიორგი შერმადინმა
და ეი ჯეი სლაგტერმა გაიყვეს.

მეორე ამბავი კი ესპანეთის სამეფო თასის გათამაშების საგზურია, რომელიც "ტენერიფემ" ბოლო მომენტში მოიპოვა. აღნიშნულ ტურნირზე რომ გასულიყო, "ტენერიფეს" მეტოქეებიდან ერთ-ერთს – ან "ბასკონიას", ანაც "მანრესას" უნდა წაეგო. საქმე ისაა, რომ მე-17 ტურით პირველი წრე სრულდებოდა და შუა რეგულარულ სეზონში რომელი გუნდებიც ცხრილის 8 საუკეთესოს შორის იქნებოდნენ, თასის გათამაშებაში მიიღებდნენ მონაწილეობას. "მანრესამაც" წააგო და "ბასკონიამაც" – შესაბამისად, "ტენერიფემ" ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა და თებერვალში, თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

"ტენერიფესთან" ერთად აღნიშნულ ტურნირში ითამაშებენ – "რეალი", "ბარსელონა", "უნიკახა", "გრან კანარია", "მურსია", "ვალენსია" და "მანრესა".

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამხელა შესაძლებლობების ადამიანს ნაკრებში ვერ იყენებენ
0
სლაგტერი არაა,სლოუტერია
BOSS
23:05 09-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული