მეორე ამბავი კი ესპანეთის სამეფო თასის გათამაშების საგზურია, რომელიც "ტენერიფემ" ბოლო მომენტში მოიპოვა. აღნიშნულ ტურნირზე რომ გასულიყო, "ტენერიფეს" მეტოქეებიდან ერთ-ერთს – ან "ბასკონიას", ანაც "მანრესას" უნდა წაეგო. საქმე ისაა, რომ მე-17 ტურით პირველი წრე სრულდებოდა და შუა რეგულარულ სეზონში რომელი გუნდებიც ცხრილის 8 საუკეთესოს შორის იქნებოდნენ, თასის გათამაშებაში მიიღებდნენ მონაწილეობას. "მანრესამაც" წააგო და "ბასკონიამაც" – შესაბამისად, "ტენერიფემ" ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა და თებერვალში, თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
"ტენერიფესთან" ერთად აღნიშნულ ტურნირში ითამაშებენ – "რეალი", "ბარსელონა", "უნიკახა", "გრან კანარია", "მურსია", "ვალენსია" და "მანრესა".
GBF.GE