ბურჯანაძის კარგი თამაში და "კორუნას" მორიგი გამარჯვება ესპანეთის Leb Oro-ში

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის მორიგი შესანიშნავი მატჩი და მორიგი გამარჯვება ესპანეთის LEB ORO-დ წოდებულ მეორე ლიგაში. ქართველი ფორვარდის გუნდი “ლეიმა კორუნა” ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და ამ გზაზე კიდევ ერთი, რიგით მე-20 გამარჯვება მოიპოვა. კორუნელებმა “კასერესს” უმასპინძლეს და 97:80 დაამარცხეს.

ბურჯანაძე სათადარიგო იყო, მაგრამ ტრადიციულად, მოედანზე სასტარტოს რომ უწევს, იმდენი დრო დაჰყო. 25 წუთში ბექამ 7 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, ჩაჭრა და 1 დაფარება ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. ბურჯანაძემ 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი
კი ააცილა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 19 შეადგინა, რაც "კორუნაში" მეორე შედეგია ალექს როდრიგესთან ერთად. საუკეთესო შედეგი კი გორან ჰუკიჩმა დააფიქსირა – 12 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი.

20 მოგებითა და 6 მარცხით "კორუნა ბასკეტი" პირველ ადგილზეა და ქულით უსწრებს მეორე-მესამეზე მყოფ ქალაქ ბურგოსის 2 გუნდს – "ურეტას" და "ლონგევიდას". შემდეგ მატჩს ბურჯანაძის გუნდი 31 მარტს, "მენორკასთან" შინ გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული