ბურსაში გამართულ მატჩში ქართველი კალათბურთელი სათარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მოედანზე კი 19:27 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 3 მოხსნა (ყველა საკუთარ ფარზე) და 1 დაფარება მიითვალა. 35 წლის ქართველმა ცენტრმა 2-იდან 1 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, მის პასივში კი 2-2 ფოლი და დაკარგვა იყო.
მოედანზე საუკეთესო მასპინძელთა კალათბურთელი კაილი გაი იყო, რომელმაც თამაში
სერიის მესამე მატჩის მოგების შემთხვევაში, შერმადინის გუნდი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის “ოთხთა ფინალში” ზედიზედ მესამე სეზონში ითამაშებს, ნახევარფინალში კი "ბონისა" და "პერისტერის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება, რომელთა სერიაშიც ანგარიში ასევე 1:1-ია და გამარჯვებული 16 აპრილს გამოვლინდება.
GBF.GE