ბურჯანაძის დახმარებით "კორუნამ" უშუალო კონკურენტი დაამარცხა და პირველობა გაიმყარა

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების ფორვარდის, ბექა ბურჯანაძის გუნდი "ლეიმა ბასკეტ კორუნა" ესპანეთის უმაღლეს ლიგას მიუახლოვდა. კორუნელები, რომლებიც ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში პირველ ადგილზე არიან, უშუალო კონკურენტ "ტიჟონა ბურგოსს" შეხვდნენ და მდევართან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. მართალია, ბურჯანაძის გუნდი პირველი მეოთხედის შემდეგ 14:26 მარცხდებოდა, მაგრამ მობილიზება შეძლო და საბოლოოდ 97:91 გაიმარჯვა.

ბურჯანაძემ მოედანზე 26:47 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან გუნდს 13 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა შესძინა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო
ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ლეიმა კორუნამ" 29 ტურში 23-ე გამარჯვება იზეიმა და უშუალო კონკურენტებს – ხსენებულ "ტიზონა ბურგოსს", "სან პაბლო ბურგოსს", "გიპუზკოასა" და "ფორსა ლეიდას" უკვე 2-2 მოგებით უსწრებს. ლიგა ენდესას საგზურს ავტომატურად მხოლოდ LEB Oro-ს 3 ჩემპიონი მიიღებს. ამდენად, ბურჯანაძის კლუბისთვის ლიდერობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. "ლეიმა კორუნა" მომდევნო შეხვედრას 14 აპრილს, ისევ შინ, "ვალიადოლიდთან" ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული