სანდროს მაგარი მატჩი და "სპურსის" 23 ქულიანი ქამბექი მოქმედ ჩემპიონთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "სან ანტონიო სპურსმა" "დენვერ ნაგეთსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 121:120 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გრეგ პოპოვიჩის გუნდმა 23 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხა და ბოლო წამებზე დევონტე გრეჰემმა მატჩის მომგები ტყორცნა შეასრულა.

ტეხასელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 30:23 წუთი გაატარა, რა დროშიც 21 ქულა, 12 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.

"სპურსის" ლიდერმა ვიქტორ ვემბანიამამ თავი 34 ქულით, 12 მოხსნითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

"დენვერიდან" ჯამალ მარიმ 3
5 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ნიკოლა იოკიჩმა საკუთარ გუნდს 22 ქულა, 7 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი შესძინა.

ამრიგად, "დენვერ ნაგეთსი" 56 მოგებითა და 25 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს, მაიკ მელოუნის გაწვრთნილი გუნდი რეგულარული სეზონის ბოლო მატჩს ხვალ, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ გამართავს.

"სან ანტონიო სპურსი" 21 გამარჯვებითა და 60 წაგებით, დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილს იკავებს, ტეხასელები რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხანდახან რეგულარულის ცხრილები რომ დაგედოთ კვირაში ერთხელ დაგეკოპირებინათ უცხოური საიტებიდან არ იქნებოდა ცუდი, რომ გვენახა ვინ რომელ ადგილზე იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებში. იმედის შემდეგ სეზონში გააკეთებთ
Zaza
15 აპრილი 2024 10:14
0
სანდრო საღოლ, გოგაზე რატო არაფერს წერთ ტრამვა აქ? დავიჯერო 1 წუთიც არ ეძლევა?
Rrr
13 აპრილი 2024 12:19
3
კი, ხანდახან ზუსტად ეგ ერთი წუთი ეძლევა ხოლმე...
დდდ
13 აპრილი 2024 13:57
0
გოგამ 13 წუთი და 30 წამი ითამაშა. 5 ქულა ჩააგდო. 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 ბლოკი.
https://www.nba.com/stats/events?CFID=&CFPARAMS=&ContextMeasure=FGA&GameID=0022301171&PlayerID=1629048&Season=2023-24&SeasonType=Regular%20Season&TeamID=&flag=3&sct=plot§ion=game
რეალობა
13 აპრილი 2024 13:29
0
სანდროს მომენტების ვიდეო
https://www.nba.com/spurs/videos/sandro-mamukelashvili-highlights-vs-denver-nuggets-4-12-24
რეალობა
13 აპრილი 2024 09:38
0
გაიხარე შენ, კარგი ნაკრებია მომენტების.
სანდროს კი მართლა ერთ-ერთი მაგარი თამაში გამოუვიდა.
წარმატებები!!!
ისე მაინც
13 აპრილი 2024 11:51
0

სიახლეები პოპულარული