გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონის ესპანეთის ლიგის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი ტრავმის გამო დასრულდა, ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. გამოკითხვის შედეგები, რომელშიც მონაწილეობას ესპანეთის ჩემპიონატის კლუბების მწვრთნელები, მოთამაშეები, მასმედიის წარმომადგენლები და ქომაგები იღებდნენ, დღეს გახდა ცნობილი.

შედეგად, გაირკვა, რომ სიმბოლურ ხუთეულში, შერმადინის გარდა, ფაკუ კამპაცო (რეალი), ანდრეს ფელისი (ხუვენტუდი), მარკუს ჰოვარდი (ბასკონია) და დილან ოსეტკოვსკი (უნიკახა) მოხვდნენ.

“შერმადინი სეზონის განმავლობაში მე-2 იყო ზუსტ ორქულიანებში (70.3%), მე-5 – ჩატენვებში (1.3) და ასევე მე-5 – გამომუშავებულ ფოლებში (4.6). ქართველი კალათბურთელი 2-ჯერ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე, 4-ჯერ კი ტურის
საუკეთესოდ დაასახელეს. მისი საშუალო მაჩვენებლები (32 მატჩში) 12.0 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.4 პასი, 0.8 დაფარება და 0.5 ჩაჭრა იყო, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17.7-ს გაუტოლდა. შერმადინს საუკეთესო მატჩი "ბილბაოსთან" ჰქონდა, როდესაც 25 ქულა (7-დან 7 საჯარიმო, 10-დან 9 ორქულიანი), 5 მოხსნა, 4 პასი, 4 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 43-ს გაუტოლდა”, – წერს ACB ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ "ლენოვო ტენერიფე" ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხედფინალშია გასული, სადაც "ბარსელონასთან" დაპირისპირება ელის. სერია 19 მაისს აიღებს სტარტს, თუმცა, ცნობილია, რომ შერმადინი მოახლოებულ მატჩებს ტრავმის გამო დააკლდება.

აღნიშნული გამოკითხვის მიზანი ასევე სეზონის MVP-ის გამოვლენაა, რისი შანსიც ქართველ ცენტრსაც აქვს. ეს ტუტული შერმადინს ორჯერ აქვს მოგებული, თუმცა წლეულს არანაკლებ კარგი სტატისტიკა ჰქონდა და როგორც ხედავთ, გამოკითხვაში მინიმუმ ხუთეულში მოხვდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ მივცეთ ხმა??ეგეც დაგეწერათ
სამაჩაბლოელი
02:27 15-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული