ვის-ვის და, "ლეიმა კორუნიამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და "სამეფო გუნდი" 1 ქულით – 86:85 დაამარცხა. "სამეფო გუნდი" ესპანეთის მოქმედი ჩემპიონია და ცხადია, ფავორიტადაც ითვლებოდა. მადრიდელები ლიდერობდნენ კიდეც, მაგრამ ლაკორუნიელები მუდამ კვალში ედგნენ და როცა გადამწყვეტი ჯერი დადგა, იყოჩაღეს და მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.
ბურჯანაძე სათადარიგო იყო,
ბურჯანაძემ 2-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო და ორიანებიც ამ შედეგიანობით ესროლა. მან ასევე 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და თავი მთლიანობაში 9 ქულას მოუყარა. ქულებთან ერთად 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მომდევნო, მე-2 ტურის მატჩს, "ლეიმა კორუნია" ბურჯანაძის ყოფილ გუნდთან, "გრან კანარიასთან", 6 ოტომბერს, სტუმრად ჩაატარებს.
GBF.GE