შერმადინის "ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგა გასვლითი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
გამარჯვებით დაიწყო ფიბა-ს ჩემპიონთა ლგა გიორგი შერმადინის "ლაგუნა ტენერიფემ". ესპანური კლუბი ევროტურნირის პირველ მატჩში სტამბოლში "ქარშიაქას" დაუპირისპირდა და 87:76 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 14:10 წუთი გაატარა. გიორგის თამაშიდან არ შეუტევია, მან 4 ცდიდან 3 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. პასივში შერმადინს 2 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა ჰქონდა. ახალწვეულმა პეიტონ უილისმა და ახალგაზრდა ფრან გუერამ ულიდერეს. პირველმა 19 ქულა ჩააგდო, მეორემ – 20.

ჩემპიონთა ლიგაში მთლიანობაში 32 გუნდი მონაწილეობს, ტენერიფელები კი C
ჯგუფში არიან ფრანგულ "სენტ კვენტინთან", თურქულ "ქარშიაქასთან" და ბერძნულ "კოლოსოსთან" ერთად. შენმდეგი ტურის მატჩს შერმადინის გუნდი 16 ოქტომბერს, სტუმრად, "კოლოსოსთან" გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული