ცარციძის 7 ქულა და 9 მოხსნა რუმინეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი, 24 წლის ცოტნე ცარციძე რუმინეთის ჩემპიონატში აქტიურად თამაშობს. მორიგი, მე-3 ტურის მატჩში მისი გუნდი, პლოეშტის "პეტროლული" "ორადეას" ესტუმრა და დიდი სხვაობით – 66:82 დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო, მან 36 წუთში 7 ქულა (ერთი სამქულიანი) და 9 მოხსნა მიითვალა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ცოტნე ახალ გუნდში 10-ქულიან ზღვარს ვერ აცდა (20 და 18 ქულა თასზე, 14 ქულა ჩემპიონატში). "პეტროლულს" 2 მატჩში 2 მარცხი აქვს. 12 ოქტომბერს ცოტნეს გუნდი "ტერგუ მურეშს" მასპინძლობს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
აუფ რა დღეშია ჩვენი კალათბურთი, რუმინეთში მოთამაშე კაცის იმედზე ვართ.
romuli
23:10 07-10-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული