ესპანეთის მე-2 ტურის მატჩი, რომელშიც შერმადინი თამაშობდა, დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო

AutoSharing Option
ესპანეთის უმაღლეს ლიგაში თამაში დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო. "ბრეოგანი" გიორგი შერმადინის "ლაგუნა ტენერიფეს" მასპინძლობდა, როცა დარბაზში წყალი ჩამოვიდა, მოედანი დასველდა და მსაჯმა თამაში შეწყვიტა. ტექნიკური ხარვეზი დროულად ვერ მოგვარდა, რის გამოც თამაში შეწყდა და გადაიდო. მისი ჩატარების დრო მოგვიანებით გამოცხადდება.

"ბრეოგანის" ხელმძღვანელობამ ტენერიფეს ქომაგებს ბოდიში მოუხადა, რადგანაც მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ ლუგოში ამ მატჩის გამო ჩასვლა. გიორგი შერმადინს მეორე პერიოდის სტარტზე 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა დაგროვილი.

შეგახსენებთ, რომ "ტენერიფემ" პირველ ტურში ბასკონიას 88:80 მოუგო. შერმადინის
გუნდის მეტოქე მესამე ტურში "ბარსელონა" იქნება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული