"ორლანდოს" გამარჯვება "ბრუკლინთან" და ბითაძის პირველი ქულები ახალ სეზონში

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის მეორე მატჩი და მეორე გამარჯვება: "ორლანდო მეჯიქმა", რომლის ღირსებასაც გოგა ბითაზე იცავს, შინ გამართული ზედიზედ მეორ შეხვედრაში "ბრუკლინს" უმასპინძლა და 116:101 დაამარცხა, რაშიც ქართველი ცენტრის წილი მოკრძალებულია.

ბითაძემ არასრული 6 წუთი ითამაშა. გოგა თამაშში მეორე პერიოდის დასაწყისიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ დროში 3 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ასეთივე შედეგიანობით ესროლა საჯარიმოებიც.

საუკეთესო ისევ პაოლო ბანკერო გახ
და, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. "ორლანდოს" ძირითადმა ცენტრმა, ვენდელ კარტერმა 8 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა 31 წუთში. შემდეგი მატჩი "ორლანდოს" 27 ოქტომბერს, მემფისში, "გრიზლისთან" ელის.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კალათბურთელი კალათბურთს უნდა თამაშობდეს და არა 6 წელი სკამზე იჯდეს გარბიჯ ტაიმისთვის..ვაბშე არ სცხვენიათ სულ სადაც იყვნენ ეს 5 წუთი 2 ქულა 1 მოხსნა.
მაიცა რა
10:51 29-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული