შენგელიას 8 ქულა და ბრძოლაში წაგებული მატჩი პარიზში

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩების შემდეგ თორნიკე შენგელიამ თავის კლუბში პირველი მატჩი გამართა. ბოლონიის "ვირტუსი" ევროლიგის მორიგ ტურში პარიზში შეხვდა ამავე სახელწოდების გუნდს და ბრძოლაში – 78:81 წააგო.

მასპინძლებმა მესამე მეოთხედიც მოიგეს და ბოლო პერიოდს 8 ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. "ვირტუსმა" ბოლო პერიოდში 17:12 გაიმარჯვა, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

უმძიმესი გრაფიკის შემდეგ, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 21:36 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. "ვირტუსს" ვილ კლაიბერნმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო.

"ვირტუსს" 12 მატჩში 2 მოგება და
10 მარცხი დაუგროვდა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდი მე-13 ტურში ბერლინის "ალბას" უმასპინძლებს, ხოლო მე-14 ტურში "ვირტუსის" მეტოქე "ცრვენა ზვეზდა"იქნება.

GBF


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული