This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
"მეჯიქის" რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ვიხილეთ, ქართველმა ცენტრმა მოედანზე თითქმის 38 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ეფექტური მომენტი შემოგვთავაზა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის საუკეთესო მოთამაშეს, ამავდროულად კი ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ათლეტურ კალათბურთელს იანის ანტეტოკუნმპოს წინააღმდეგ ულამაზესი ჩატენვა შეასრულა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე თავად ბერძენი გახდა, იანისმა 36 წუთში 37 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 4 დაფარება დააგროვა.
"ორლანდო" 17 მოგებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 20 დეკემბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღდეგ გამართავს.
"მილუოკი" 13 გამარჯვებითა და 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. NBA-ის თასზე "ირმების" მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა, ქართველს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]
ბითაძემ და მამუკელაშვილმა შეიძლება კარიერა ევროლიგის გუნდში გააგრძელონ
ამ გვერდზე დააჭირეთ გოგას სტატისტიკას
https://www.nba.com/game/orl-vs-mil-0022401201/box-score#box-score