08:54 24-12-2024
ბითაძე და პორზინგისი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ქართველი მოედნიდან გააძევეს [VIDEO]
AutoSharing Option
"მეჯიქს" ტრავმების გამო გუნდის ლიდერები ფრანც ვაგნერი, მო ვაგნერი და პაოლო ბანკერო ვერ ეხმარებოდნენ.
"ორლანდოს" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო, გოგამ მოედანზე 21:07 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
ბითაძე ერთ-ერთ ეპიზოდში თანაგუნდელის ჯეილენ საგსის დაცვას ცდილობდა და ლატვიელ კრისტაპს პორზინგისს დაუპირისპირდა, მსაჯმა კი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და თამაშიდან მხოლოდ ქართველი კალათბურთელი გააძევეს.
"ბოსტონიდან" ჯეილენ ბრაუნი 35 ქულით, 9 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გამოირჩა.
"მეჯიქიდან" საუკეთესო ტრისტან და სილვა გახდა, რომელმაც 18 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.
ამრიგად, 19 მოგებითა და 12 მარცხით "ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 27 დეკემბერს "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.
"ბოსტონი" 22 გამარჯვებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, "კელტები" 26 დეკემბერს "ფილადელფია 76-ს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეს პრიბალტიკელები უკვე ყველგან ოფიციალურად გახდნენ ჩვენი მტრები! ღმერთი შენსკენ გოგა! ყოველთვის მჯერადა კალათბურთში შენი და ფეხბურთში ჩაკვესი, რომ კრიზისის შემდეგ თქვენს სიტყვას აუცილებლად იტყოდით და ისიც მჯერა, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია!
53
66
ბოტოფერმის უფროსი ნაჩალნიკი-ს: ყველა ტროლის და ბოტის მკვდარი და ცოცხალი და ყველა იმის ვინც ადამიანს ბოტობას და ტროლობას აბრალებს! კიდევ ყველა რუს-მონღოლის მოყვარულის და მართლმადიდებლობის შეურაცმყოფელი ორჯერ გათხოვილი კაცების მიმდევრების!
35
9
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული