
"ტენერიფე" ჯგუფში თურქულ "პეტკიმსფორთან", ესპანურ "მანრესასთან" და იტალიურ "რეჯიანასთან" არის. პირველ ტურში შერმადინის გუნდმა "რეჯიანას" უმასპინძლა და 91:69 დაამარცხა. შერმადინმა მხოლოდ 14:22 წუთი ითამაშა და თავი 8 ქულს, 4 მოხსნას, 2 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა. ქართველმა ცენტრმა ოთხივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოდან სამივე სროლა ააცილა.
ფენომენალურად ითამაშა ვეტერანმა მარსელიონიო
უერტასმა, რომელმაც 27 ქულა და 7 პასი მიითვალა. 22 ქულა დევიდ კრამერის ანგარიშზე დაგროვდა. შემდეგ მატჩს "ტენეიფე" კვლავ ესპანეთში, თუმცა სტუმრად, "მანრესასთან", 5 თებერვალს გამართავს.
GBF.GE