მამუკელაშვილის 4 წუთი - "სან ანტონიო" "კლიპერსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "სან ანტონიო სპურსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" 116:128 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 4 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კავაი ლეონარდი გახდა, "კლიპერსის" კალათბურთელმა 29 წუთში 27 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"სპურსის" ლიდერმა ვიქტორ ვემბანიამამ 35 წუთში 23 ქულა, 12 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "სან ანტონიო" 20 მოგებითა და 24 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში
მე-12 ადგილს იკავებს, "ტეხასელები" მორიგ შეხვედრას 1-ელ თებერვლს "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეჰ,სულ დაკარგეს ქართველმა კაცებმა გემოვნება!
ვახო
17:07 30-01-2025
0
სანდროს შეყვარებული ყავს?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული