მამუკელაშვილის 12 წუთი - "სან ანტონიომ" "ფილადელფია" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "სან ანტონიო სპურსმა" "ფილადელფია 76"-ი 128:120 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში სარეკორდო 34-ქულიანი მატჩის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 12:34 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯერემი სოჰანი გახდა, პოლონელმა 35:26 წუთში 23 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.

"ფილადელფიადან" კვენტინ გრაიმსმა 34:54 წუთში საკუთარ გუნდს 25 ქულა, 2 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი შესძინა.

ამრიგად, ლიდერების გარეშე დარჩენილი "სან ანტონიო" 30 გამარჯვებითა და 39
მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, ტეხასელები 24 მარტს "ტორონტო რაპტორსს" დაუპირისპირდებიან.

altმამუკელაშვილს თანაგუნდელებმა კარიერის საუკეთესო მატჩი მიულოცეს [VIDEO]

altსანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის ყველა დროის რეკორდი მოხსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
აშშ ყველაზე წამხდარი ქვეყანაა დღიდან შექმნისა! მათგან სიკეთეს ნურავინ ელით, თავს ნუ მოიტყუებთ! სადაც მამონის (ფულის, ქონების) თაყვანისცემა ძირითად რელიგიად არის გამოცხადებული იქ სამართალიანობა ვერ გაიმარჯვებს!
aburjga
11:44 22-03-2025
13
აი ამერიკა და მისი მიდგომა არა ამერიკელები....რამხელა შესაძლებლობა აქვს მამუს და ვერ აუტანანიათ ის რომ მამუმ რეკორდი მოხსნა...ამას დიდი წლები დაჭირდება რომ გააუჯობესონ...ამ თამაშშიც ხომ შეეძლო ქულების დაგროვება მაგრამ რახან ამერიკელი არ არის მწვრთნელს უთხრეს შეავიწროვეო ან მოთამაშეებს და პასებსაც აღარ აძლევდნე და ასე შემდეგ....ამერიკა ვიძახოთ...მამუს ამხელა შესაძლებლობები აქვს და ზღუდავენ რახან ამერიკელი არ არის...იგივე ვთქვათ ბითაძეზეც
ადამიანი
10:44 22-03-2025
18

სიახლეები პოპულარული