ბითაძეს სათამაშო დრო გაუზარდეს - "ორლანდომ" "შარლოტი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "შარლოტ ჰორნეტსი" 111:104 დაამარცხა.

სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაოლო ბანკერო გახდა, "ორლანდოს" ლიდერმა 36 წუთში 37 ქულა, 7 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.

"შარლოტს" ლამელო ბოლმა ულიდერა, "ჰორნეტსის" უკანახაზელმა 29 წუთში საკუთარ გუნდს 25 ქულა, 1 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო" 35 გამარჯვებითა და 38 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს
იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 28 მარტს "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნიკალა მახარობლიშვილი ჩემი ქრაშია
ცოლსკი
10:56 27-03-2025
0
პირადი სტატისტიკის მიუხედავად,როცა ბითაძეს საკმაოდ დიდ დროს აძლევენ,გუნდი თითქმის ყოველთვის იმარჯვებს!ზოგიერთისაგან განსხვავებით,გუნდზე მუშაობს და იმიტომ.
სოსო
12:55 26-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული