ბითაძის მაგარი მატჩი - "ორლანდომ" "საკრამენტო კინგსი" დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
Caption Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" შინ "საკრამენტო კინგსი" 121:91 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18 წუთში 12 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ორლანდოს" ლიდერი პაოლო ბანჩერო გახდა, ახალგაზრდა კალათბურთელმა 30 წუთში 24 ქულა, 6 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა.
"საკრამენტოდან" დემარ დეროუზანმა 29 წუთში საკუთარ გუნდს 21 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ამრიგად, "ორლანდო" 36 გამარჯვებითა და 39 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, "მეჯიქი" მორიგ შეხვედრას 1-ელ აპრილს "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.
გოგას უკვე მეორე მეოთხედის შუაში, როცა მოედნიდან გაიყვანეს, 12 წუთში 8 ქულა და ამდენიევ მოხსნა ჰქონდა, გუნდში საუკეთესო შედეგი. მიუხედავად ამისა, დარჩენილ დროში მხოლოდ 6 წუთი ათამაშეს და მაინც ორმაგი დუბლის გაკეთება მოახერხა. არ ვიცი რას ერჩის მწვრთნელი ამ ბიჭს, ცოტა მეტი ნდობის პირობებში აშკარად შეუძლია გუნდს უფრო მეტი სარგებლი მოუტანოს და უკეთესი სტატისტიკა ჰქონდეს. მოედანზე ყოფნის დროსაც შეტევაში მას ან მხოლოდ პიკენ როლებზე იყენებენ, ან თავად უნდა მოიპოვოს მეტოქის ფარზე ბურთი, რათა სროლის საშუალება ჰქონდეს. რასაც ვუყურებ, სხვა კომბინაციები მასზე არ არის მორგებული. არადა, თითქოს, აშკარად მეტი შეუძლია და უკეთ შეიძლება მისი გამოყენება. წარმატებები გოგას!
გოგას ორი დაფარება წააეთვეს.პირველი,როცა საბონიისს დააფარა,ძალიან მაღალ ნახტომში და მსაჯმა ბურთი ჩათვალა,უკვე კალათში ეშვებოდაო!გამეორებაზე გამოჩნდა,რომ მსაჯი შეცდა და ბურთი ჯერ კიდევ მაღლა მიდიოდა.მეორე შემთხვევაში კი,დააფარა,მაგრამ მისი პარტნიორი დაბლა დააჯარიმეს.გოგა ყველაზე კარგად მუშაობს გუნდზე და თვითონაც კარგ პასებს არიგებს,აი შეტევაში კი,ფარქვეშიდან თუ არა,ფაქტობრივად არ ესვრის და ეს ალბათ მწვრთნელის დავალებაა.რაც დრო გავა,შორიდან ტყორცნების ჩვევას სულ უფრო დაკარგავს და ალბათ დამოუკიდებლად უნდა იმუშაოს,საშუალო და შორი სროლების დაყენებაზე.ევროპაში თამაშის დროს,სამქულიანებს 37% სიზუსტით ესროდა,ამერიკაში კი თავდაჯერებულობა დაკარგა და ეს მისთვის ძალიან დიდი რეზერვია.პირველ წლებში,სანამ პატარა და გამოუცდელი ბიჭი იყო,გასაგებია,რომ პირველი წარუმატებლობების ფონზე,ვეღარ ბედავდა,მაგრამ ახლა უკვე სკამზე ჯდომის დროსაც კი ჩანს,რომ ის უკვე გუნდში თავს შინაურად გრძნობს და ამ კომპონენტის განვითარებაზე მუშაობა თუ დაიწყო,ყველა მიესალმება.დღეს ხომ მაღლების უმრავლესობა,სამქულიანებს გაბედულად ესვრის და ზოგიერთისათვის,ის მთავარი იარაღიც კი არის.