8 დეკემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.
"ჰიუსტონ როკეტსმა" ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. ჰიუსტონელებს 29 ქულით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. აღსანიშნავია, რომ სამმაგი დუბლის გაფორმება შეეძლო კრის პოლს, რომელმაც 18 ქულა, 13 პასი და 9 მოხსნა მოაგროვა. "როკეტსი" დასავლეთ კონფერენციას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.
"ბრუკლინმა" შინ ვარსკვლავებით დახუნძულ "ოკლაჰომას" მოუგო. "თანდერს" მხოლოდ პოლ ჯორჯი აკლდა. ყველაზე მეტი 31 ქულა შეხვედრაში რასელ უესტბრუკმა ჩააგდო.
"ფილადელფიას" ჯოელ ემბიდის გარჯამ ვერ უშველმა, რომელმაც 33 ქულა, 6 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა. ბენ სიმონსმა კი საერთოდ სამმაგი დუბლი გაიფორმა: 12 ქულა, 15 პასი და 13 მოხსნა. ეს ყველაფერი "ლეიკერის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
დღის მატჩები:
იუტა-ჰიუსტონი 101:112
ბრუკლინი-ოკლაჰომა 100:95
ფინიქსი-ვაშინგტონი 99:109
ფილადელფია-ლეიკერსი 104:107
14:21 08-12-2017
NBA. მატჩები: "ჰიუსტონის" ზედიზედ მე-7, სიმონსის სამმაგი დუბლი [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული