რასელ უესტბრუკს "დენვერის" ფანთან კონფლიქტი მოუვიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ოკლაჰომას" გამთამაშებელ რასელ უესტბრუკს "დენვერის" გულშემატკივართან ინციდენტი მოუვიდა.

"დენვერის" კალათბურთელმა გერი ჰარისმა გამარჯვების 3-ქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც პარკეტზე "ნაგეტსის" ფანი გავიდა, უესტბრუკთან პირისპირ აღმოჩნდა და გასული სეზონის MVP-ს რაღაც დაუყვირა, რასელმა კი საპასუხოდ ის ხელით გაწია.

ინციდენტის შემდეგ სიტუაცია მსაჯებმა და არენის თანამშრომლებმა დააწყნარეს.

"დენვერმა" შინ "ოკლაჰომას" ანგარიშით 127:124 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული