პოლ პირსი: NBA-ში ერთგულება აღარ არსებობს

AutoSharing Option
"ბოსტონ სელტიქსის" ყოფილი ვარსკვლავი პოლ პირსი NBA-ში კალათბურთელების ერთგულების შესახებ საუბრობს.

პირსმა აღნიშნა, რომ არ გაუკვირდება, თუ "ბოსტონის" გამთამაშებელი კაი ირვინგი ერთი წლის შემდეგ "სელტიქსს" დატოვებს და სხვა გუნდში გადავა.

"ახლა ძალიან რთულია, გაუგო კალათბურთელებს. ლიგა ძალიან შეიცვალა. ვინ წარმოიდგენდა, რომ კევინ დურანტი "უორიორსში" გადავიდოდა ან დემარკუს კაზინსი "უორიორსში"? ლებრონ ჯეიმსი "მაიამიში" რამდენიმე წლის წინ? მოთამაშეები აჩვენებენ, რომ მათ აქვთ უფლება და შესაძლებლობა, რომ გააკეთონ ის, რაც სურთ.

NBA-ში საკუთარი კლუბის მიმართ ერთგულება აღარ არსებობს. ვეღარ ნახავთ მოთამაშეს, რომელიც ერთ
კლუბში 10-15 წელი გამოდის. ეს კალათბურთელების ახალი თაობაა. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მათ სურთ, ითამაშონ გარკვეულ გუნდებში, გარკვეულ კალათბურთელებთან ერთად, რომლებსაც იცნობენ", - ციტირებს პირსს The Boston Sports Journal-ი.

altდიდი გაცვლა ოფიციალურად შედგა: კავაი ლეონარდი "ტორონტოში" გადავიდა

altროგორი იქნება "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეული დემარკუს კაზინსის დამატების შემდეგ

altლებრონ ჯეიმსი კარიერას "ლეიკერსში" გააგრძელებს!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული