ლებრონ ჯეიმსის ლოს ანჯელესური დებიუტი კრის პოლის და რაჟონ რონდოს ხელჩართულმა ჩხუბმა გადაფარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლეიკერსმა" სახლში "ჰიუსტონი" მიიღო და დამარცხდა (124:115)

მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ ლებრონ ჯეიმსი ლოს ანჯელესის პუბლიკის წინაშე პირველად უნდა გამოჩენილიყო, თუმცა ჩხუბის გამო, რომელიც კრის პოლსა და რაჟონ რონდოს შორის მოხდა, ეს ფაქტი მეორე პლანზე გადავიდა.

მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე "ლეიკერსის" კალათბურთელი ბრენდონ ინგრამი ჯეიმს ჰარდენზე დაჯარიმდა, რასაც მათ შორის კონფლიქტი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

რაჟონ რონდომ ჰიუსტონის გამთამაშებელ კრის პოლის ხელი სახეში ჩაარტყა, რასაც სხვა დაპირისპირებაში სხვა კალათბურთელების ჩართვაც მოჰყვა, თუმცა ლებრონ ჯეიმსს ჩხუბში მონაწილეობა არ
მიუღია, ის სხვების გაშველებით იყო დაკავებული.

ბრენდონ ინგრანს, რაჟონ რონდოს და კრის პოლს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

altზლატან იბრაჰიმოვიჩი ლებრონ ჯეიმსზე: ახლა ლოს-ანჯელესს ღმერთი და მეფე ჰყავს

altლებრონ ჯეიმსი კარიერას "ლეიკერსში" გააგრძელებს!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული