NBA. პლეი-ოფი: ჯიმი ბატლერის ლიდერობით "ფილადელფიამ" "ტორონტოს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
30 აპრილს NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდის მორიგი მატჩები გაიმართა.

"ტორონტომ" "ფილადელფიას" უმასპინძლა და ანგარიშით 89:94 დამარცხდა. ამ გამარჯვებით "სიქსერსმა" სერიაში ანგარიში 1:1 გახადა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 35 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ "რეპტორსის" ექვსმა (!) კალათბურთელმა: მარკ გასოლმა, დენი გრინმა, ნორმან პაუელმა, სერჟი იბაკამ, ფრედ ვანვილტმა და ჯოდ მიკსმა ჯამში მხოლოდ 13 ქულა დააგროვეს და თამაშიდან განხორციელებული 25 ტყორცნიდან მხოლოდ 3 ჩააგდეს.

"ფილადელფიიდან" კი ჯიმი ბატლერი გამოირჩა, რომელმაც 30 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ ბატლერი "ფილადელფიაში" ბოლო 40 წლის განმავლობაში მესამე კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფში მინიმუმ 30 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.

დანარჩენი ორი ჯოელ ემბიდი და ჩარლზ ბარკლია.

ტორონტო - ფილადელფია 89:94

"დენვერმა" "პორტლენდი" მიიღო და ანგარიშით 121:113 დაამარცხა. ამით "დენვერი" სერიაში 1:0 დაწინაურდა.

დემიენ ლილარდის 39 ქულა "პორტლენდს" მოსაგებად არ ეყო.

აი, ნიკოლა იოკიჩის გარჯამ კი მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა - სერბმა 37 ქულა, 6 პასი და 9 მოხსნა მიითვალა.

დენვერი - პორტლენდი 121:113
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული