"გოლდენ სტეიტის" მსუბუქი ფორვარდი კევინ დურანტი გუნდთან ერთად კანადაში მიემგზავრება - ამის შესახებ Yahoo-ს ჟურნალისტი კრის ჰეინსი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
კევინ დურანტმა პლეი-ოფის ბოლო 5 მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა მის გარეშე მოასპარეზე "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონისა" და "პორტლენდის" დამარცხება მოახერხა.
30 წლის მოთამაშე სუპერფინალის პირველ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
სუპერფინალის პირველი მატჩი 31 მაისს, ჩვენი დროით 05:00 საათზე გაიმართება.
სუპერფინალის პირველი მატჩი 31 მაისს, ჩვენი დროით 05:00 საათზე გაიმართება.
"ტორონტოსა" და "გოლდენ სტეიტს" შორის პირველი ორი დაპირისპირება კანადაში, მესამე და მეოთხე შეხვედრა კი კალიფორნიაში ჩატარდება.