ანტეტოკუმპოს ოლიმპოს მთაზე ფარი დაუდგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკულმა სპორტულმა კომპანია Nike-მა NBA-ის 2019 წლის MVP-ს ბერძენ ჯიანის ანტოტოკუმპოს ოლიმპოს მთაზე ფარი დაუდგა.

ფარის ოლიმპოს მთაზე ატანასა და დამონტაჟებაში 1 ვერტმფრენი და 10 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. აღნიშნული პროექტი სააგენტო Wieden+Kennedy Amsterdam-მა განახორციელა.

ოლიმპოზე დამონტაჟებულ ფარს კი ეწერა: "შესაძლოა ბედმა ყველაფერი ნულიდან დაგაწყებინოს, თუმცა, ოცნებებს შენი მწვერვალზე აყვანა შეუძლია."

მოგეხსენებათ, ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოლიმპოს მთა ღმერთების საცხოვრებელი ადგილი იყო. სიმბოლურად, თანამედროვე საბერძნეთის ყველაზე დიდ სპორტსმენტს ფარი სწორედ ოლიმპოს მთაზე დაუდგეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
Aაა! ... ეგეც “ჩისტაკრავნი გრეკია” თქვენი ჭ ***-პარია დ ...
Zangi
06:50 09-07-2019
2
მოკრძალებულ შენიშვნას თუ მიიღებთ გეტყვით, რომ ამ კალათბურთელია სახელი და გვარი ბერძნულად გამოითქმის როგორ იანის ადეტოკუნბო , ვინაიდან ბერძნულად nt იკითხება როგორც დ და და mp - როგორც ბ. ანუ Giannis Antetokounmpo არის იანის ადეტოკუნბო.
: )))))))
17:49 08-07-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული