რუსმა მილიარდერმა და ბიზნესმენმა მიხაილ პროხოროვმა საკალათბურთო კლუბი "ბრუკლინ ნეთსი" გაყიდა.
პროხორვა კლუბი ჩინელ ბიზნესმენ ჯოზეფ ცაის მიყიდა, იტყობინება "ბრუკლინ ნეთსის" ოფიციალური საიტი.
გასულ წელს Alibaba Group-ის ვიცე-თავჯდომარემ კლუბის აქციების 49 პროცენტი 1 მილიარდ დოლარად შეისყიდა, ხოლო აგვისტოში პროხორვისგან დარჩენილი ნაწილი 1.35 მილიარდ დოალრად შეიძინა.
გარიგების საერთო თანხამ 2.35 მლრ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდულია სპორტულ ინდუსტრიაში. ადრე 2.2 მლრდ დოლარად დევიდ ტეპერმა ამერიკული ფეხბურთის კლუბი "კაროლნია" შეიძინა, ხოლო ტილმან ფერტიტამ NBA-ს კლუბი "ჰიუსტონი".
აღსანიშნავია, რომ ეს გარიგება და თანხა მხოლოდ
კლუბს ეხება, ცალკე 1.15 მლრდ დოლარის სანაცვლოდ პროხორვმა "ბრუკლინ ნეთსის" საშინაო არენა გაყიდა.