NBA-ის ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა ჯერ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა მისი შვილების ვარჯიშის ვიდეო და შემდეგ, ტვიტერის საკუთარ გვერდზე პოსტიც დაწერა.
"სპორტდარბაზში მიმავალი მანქანაში ავტირდი, რადგან დავინახე როგორ ვარჯიშობდნენ ჩემი შვილები დილის 5 საათზე. ეს მამობრივი სიხარულითა და სიამაყით გამოწვეული ცრემლები იყო და ამას ვერ გაიგებს ის, ვინც უმამოდ არ გაიზარდა ან საკუთარი შვილები არ ჰყავს, შვილები, რომლებსაც სურს შრომის მიმართ სიყვარული ჩაუნერგოს",- დაწერა ლებრონმა.
ლებრონმა აღნიშნული ვიდეო მაშინ გადაიღო, როცა სპორტდარბაზში სავარჯიშოდ აპირებდა წასვლას. დილით 5 საათზე გაღვიძებულ მამას შვილები ეზოში დახვდნენ, ისინი ბურთის კალათაში ჩაგდებაზე ვარჯიშობდნენ. ერთ-ერთმა ლებრონი შეამჩნია და ძმას უთხრა, მამა აქ არისო.
მართლაც ძალიან მრავლისმეტყველი მაგალითია, როცა მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი და მისი შვილები დილის 5 საათზე იღვიძებენ და დგებიან სავარჯიშოდ.