NBA. რეგულარული: "გოლდენ სტეიტი" ოკლაჰომაში გაანადგურეს [VIDEO]

AutoSharing Option
28 ოქტომბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"ლეიკერსმა" "შარლოტ ჰორნეტს" უმასპინძლა და ანგარიშით 120:101 დაამარცხა. ეს "ლეიკერსის" უკვე ზედიზედ მეორე გამარჯვებაა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა ენტონი დევისმა ჩააგდო, რასაც 14 მოხსნა მიამატა. ლებრონ ჯეიმსმა კი 20 ქულა, 12 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა.

"ბრუკლინ ნეთსი" "მემფის გრიზლის" ესტუმრა და ოვერტაიმში 133:134 დაამარცხა. ეს უკვე მეორე შეხვედრაა  მიმდინარე სეზონში, როცა "ნეთსი" ოვერტაიმში აგებს.

მატჩში ყველაზე მეტი, 33 ქულა კაირი ირვინგმა ჩააგდო, თუმცა ეს სტუმრებს
მოსაგებად არ ეყოთ. ირვინგს ძირითად დროში შეეძლო თავისი გუნდისთვის მოეტანა გამარჯვება, მაგრამ სროლა დაუბლოკეს.

"გრიზლიმ" კი გამარჯვება ოვერტაიმის ბოლო წამზე ნასროლი სამქულიანით მოიპოვა.

"ოკლაჰომა თანდერმა" შინ "გოლდენ სტეიტი" ანგარიშით 120:92 გაანადგურა.

სტეფ კარიმ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 23 ქულა ჩააგდო, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს, რასაც ვერ ვიტყვით "ოკლაჰომაზე" - დენის შროდერმა 22 ქულა, დანილო გალინარიმ 21, ხოლო შაი ჯილგეოსმა 19 ქულა ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ NBA-ს დაწყების შემდეგ "უორიორსს" მატჩი ჯერ არ მოუგია. პირველი შეხვედრა "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსთან" წააგო.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დალასი-პორტლენდი 119:121
მინესოტა-მაიამი 116:109
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული