NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "ფილადელფიასა" და "მინესოტას" შორის, კალათბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა - გუნდების დიდმა ბიჭებმა, ჯოელ იმბიდმა და კარლ ენტონი თაუნსმა საკუთარი თავის გამოცდა შერეული ორთაბრძოლების ილეთებით სცადეს და მალე ორივეს მოუწია პარკეტის დატოვება.
მე-3 მეოთხედის მე-6 წუთზე "ფილანდელფიამ" მეტოქის შეტევა მოიგერია, ემბიდმა თაუნსის ხელი მოიყოლა და არ გაუშვა. სწორედ ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება.
შეხვედრის მსაჯებმა არცერთი კალათბურთელი არ დაინდეს და პარკეტიდან ორივე გააძევეს. დიდი ალბათობით, კალათბურთელებს რამდენიმე მატჩის გამოტოვებაც მოუწევთ.