"ლეიკერსის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა "ჩიკაგოსთან" მატჩში ზედიზედ მესამე სამმაგი დუბლი გაიფორმა.
ლებრონმა 30 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა მოაგროვა, ხოლო "ლეიკერსმა" "ჩიკაგო ბულსი" 118:112 დაამარცხა.
ჯეიმსმა თამაშიდან 19-ჯერ ისროლა ბურთი კალათისკენ და 10-ჯერ ჩააგდო - 6-დან 2 სამიანი და 9-დან 8 საჯარიმო. ამასთან ერთად, ლებრონმა 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მოაგროვა და ბურთი ორჯერ დაკარგა.
ლებრონ ჯეიმსი "ლეიკერსის" პირველი კალათბურთელი გახდა მეჯიქ ჯონსონის შემდეგ, რომელმაც ზედიზედ სამ მატჩში მოახერხა სამმაგი დუბლის გაფორმება.
გარდა ამისა, ლებრონი გახდა NBA-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი (34 წელი და 310 დღე), რომელმაც ამას მიაღწია. ადრე რეკორდი ჯეისონ კიდს ეკუთვნოდა - 34 წელი და 291 დღე.
:D