NBA. რეგულარული: ჯეიმს ჰარდენის 44 ქულა და სამმაგი დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
4 იანვარს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"ჰიუსტონ როკეტსმა" "ფილადელფია" 118:108 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ჯეიმს ჰარდენს მიუძღვის.

ჰარდენმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - ჯეიმსმა 44 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი მოაგროვა. კარგად გაისარჯა კლინ კაპელაც, რომელმაც 30 ქულა და 14 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. რასელ უესტრბუკმა კი 20 ქულა მიითვალა.

"ფილადელფიიდან" ბენ სიმონსი გამოირჩა, რომელმაც 29 ქულა, 13 მოხსნა და 11 პასი მოაგროვა. ჯოელ ემბიდმა კი 20 ქულა და 12 მოხსნა გაიფორმა.

VideoSportall.Ge
04.01.20. ჰიუსტონ როკეტსი - ფილადელფია
118:108

"ლეიკერსმა" შინ "ნიუ ორლეანს" 123:113 მოუგო. "ლეიკერს" ენტონი დევისმა ულიდერა, რომელმაც 46 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. დენი გრინმა 25 ქულა მოიპოვა, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა 17 ქულა ჩააგდო, რასაც 15 პასიც მიამატა.

"ნიუ ორლეანიდან" 23 ქულით ლონზო ბოლი გამოირჩა.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბოსტონი-ატლანტა 109:106
ორლანდო-მაიამი 105:85
ვაშინგტონი-პორტლენდი 103:122
ფინიქსი-საკრამენტო 120:112

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული