"ლეიკერსის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და "დალასის" გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი NBA-ს ALL STAR-ის გამოკითხვის მეორე ეტაპის შემდეგ ლიდერობენ.
ლებრონ ჯეიმსს ყველაზე მეტი, 3 359 871 ხმა აქვს, ხოლო დონჩიჩს 3 277 870-მა გულშემატკივარმა მისცა ხმა.
გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა საბოლოო შედეგის 50%-ს დაიკავებს სასტარტო ხუთეულის შედგენის დროს. დანარჩენი 50% კალათბურთელებისა და ჟურნალისტების ხმებზე იქნება დამოკიდებული.
გამოკითხვა 20 იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო NBA-ს ALL STAR-ი ჩიკაგოში 16 თებერვალს გაიმართება.