დონჩიჩის სასწაული: ბოლო წამზე გუნდს მოაგებინა, ჯორდანის რეკორდი დაამხო და NBA-ს ისტორია შეცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დალას მავერიქსის" სლოვენიელმა მცველმა ლუკა დონჩიჩმა NBA-ს პლეი-ოფის შეხვედრაში "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ (135:133) საოცარი მატჩი ჩაატარა.

ლუკამ საკუთარ აქტივში 43 ქულა, 17 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, თუმცა შთამბეჭდავი სტატისტიკის მიღმა ახალგაზრდა ვარსკვლავმა ერთი მნიშვნელოვანი რამ მოახერხა, რამაც NBA-ს ისტორია შეცვალა: ბოლო წამზე, გაწითლებულ დროზე სამქულიანი ჩააგდო და გუნდს მოაგებინა, ამით კი ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის რეკორდი დაამხო.

ლუკა გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი ნაციონალური ასოციაციის ისტორიაში, რომელმაც პლეი-ოფში 40 ქულაზე მეტი მოიპოვა და გამარჯვების ქულა მაშინ ჩააგდო, როცა გუნდი
მარცხდებოდა.

ჯორდანმა "ჩიკაგო ბულზისთვის" გამარჯვების მომტანი ბურთი "კლივლენდ კავალიერსს" 1989 წელს ჩაუგდო. ის მომენტი კალათბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც "The Shot" და ჯორდანის კარიერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეპიზოდად ითვლება. მაშინ მაიკლი 26 წლის გახლდათ, ლუკამ კი ეს 21 წლის ასაკში მოახერხა.

ამას გარდა, ლუკამ NBA-ს კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა - პლეი-ოფების ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც სამმაგი დუბლი 40+ ქულასთან ერთად მოაგროვა.

ამ მოგებით კი  "დალასმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

სხვა შეხვედრები:

ტორონტო - ბრუკლინი 150:122 (4:0)

იუტა - დენვერი 129:127 (3:1)

ფილადელფია - ბოსტონი 106:110 (0:4)






მკითხველის კომენტარები / 17 /
ეგეთი სროლები... სასწაული ნიჭი უნდა ქონდეს.
ddgfdf
25 აგვისტო 2020 01:36
1
მაგარია , მაგრამ ჯორდანი სულ ლიგებს იგებდა და მაგან გაათანაბრა.განსხვავება ჯერ უდიდესია ნებისმიერთან.
ddgfdf
25 აგვისტო 2020 01:26
10
რაც არ უნდა ყაროს ისე ლამაზად როგორც ჯორდანი ვერასოდეს ითამაშბს.ის დაფრინავდა და ჰაერში ჩერდებოდა.ფეხბურთში პელე ,კალათბურთში ჯორდანი.ორივე შავი.
ასეა ეს
25 აგვისტო 2020 00:37
9
დონჩიჩი არის ჩვეულებრივი გიჟი,"არანორმალური"

აბა ჩვეულებრივი ადამიანი ამას ვერ გააკეთებს, ტიპნა ნახევარი ნბა-ის რეკორდები დაამხო უკვე
ლაშა
24 აგვისტო 2020 22:59
0
რასისტი არ ვარ, მაგრამ ეს ბიჭი იქნება საუკეთესო თეთრკანიანი კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში
ALONZO
24 აგვისტო 2020 22:51
0
ამ ბიჭის შემხედვარემ უნდა თქვა:-"კალათბურთი მარტო შავკანიანების თამაში არაა !"
ALONZO
24 აგვისტო 2020 22:27
0
ეს ხო უკვე შავებს ჯობია და ასე მგონია ეს ყველა სავის და ჯორდანის რეკორდს დაამხობს და შავებიც კაი ხანი ვეღარ დაამხობონ ამ ბიჭის რეკორდს რაღაც ახალი ისორია იწერება ნბაში.
dato
24 აგვისტო 2020 22:11
0
დონჩიჩი რომ უკვე სუპერვრასკვლავია,ეგ შარშანაც ვიცოდით,მაგრამ ინდიანამ მეორე თამაში ითამაშა და წააგო,არც ბითაძეს უთამაშია...თქვენ კი,შეხვედრის ანგარიშიც კი არ გამოგიცხადებიათ.ვიღაცა კახპა, სადღაც გამოხტება და მასზე დებთ სტატიებს,ანგარიშების დადება მაინც არ შეიძლებოდა?ან რა ხდება,ხომ უნდა დაინტერესდეთ?ჩაკვეტაძესაც ასევე მოუყრუეთ,გეგონება არც გვაინტერესებს.
სოსო
24 აგვისტო 2020 19:26
0
21 წლის რა დონეზეა ტიპი, ქართველი რომ იყოს გაიზრდება და ათამაშდებაო იტყოდნენ. სხვა ქვეყნებში გაზრდილები იბადებიან თუ როგორაა ნეტა
Კახა
24 აგვისტო 2020 18:56
1
ლუკა კოსმოსია..) ბრავო!)
Geo
24 აგვისტო 2020 16:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული