გრეგ პოპოვიჩის ორმაგი სტანდარტი?
ალბათ, ყველას გვახსოვს ზაზა ფაჩულიას და კავაი ლეონარდის ცნობილი ინციდენტი. ჩემი აზრით, ამ ინციდენტის მთავარი გმირი არც ერთი ზემოხსენებული მოთამაშე არ ყოფილა, უმთავრესი პერსონაჟი გრეგ პოპოვიჩი გახლდათ.
ინტერვიუში პოპოვიჩი მიწასთან ასწორებს ზაზას და ყველაფერს ცუდს, რაც ახსენდება მას აბრალებს. საუბრის დროს, ის ერთ საინტერესო ფრაზას ამბობს:
,,ლიგამ ეს წლების წინ აკრძალა".
იცით, ვის გამო აკრძალა NBA-მა ეს ქმედება? - ბრიუს ბოუენის გამო. გამოიცანით, რომელ დარბაზში ჰკიდია ამ კაცის 12 ნომრიანი მაისური? -
,,რატომ უწოდებთ ბოუენს ბინძურს? იმიტომ, რომ ეს ფაქტი, მხოლოდ, ორჯერ შეემთხვა? ყველა თამაშში ბრიუსი ელიტარულ შემტევებს იჭერს. თუ, ის ამას განზრახ აკეთებს, მაშინ რატომ არ ხდება მსგავსი ფაქტი ყველა თამაშში ან - თამაშების უმეტესობაში?"
,,ადამიანები, რომლებიც ტირიან ამ ფაქტზე, უბრალოდ, შეშინებულები არიან იმით, რომ ბოუენის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. მე ვუთხარი ბრიუსს - იყავი ბრიუს ბოუენი, შენ ხარ საუკეთესო დამცველი ლიგაში და შენ გააგრძელებ ისე თამაშს, როგორც აქამდე აკეთებდი!"
არ აქვს მნიშვნელობა, რა გააკეთა ფაჩულიამ (თან - შემთხვევით), მნიშვნელობა აქვს იმას, რაც მოხდა შემდეგ. ბოუენმა, მინიმუმ, ორჯერ მიაყენა, განზრახ, სერიოზული ტრავმა ვინს კარტერს და ძალიან ბევრჯერ სცადა ამის გაკეთება კობი ბრაიანტისთვის. გრეგ პოპოვიჩი კი, მის სტიმულირებას ახდენდა წლების განმავლობაში. პლუს, ძალიან ბინძურ მოთამაშეს მაისური ჩამოუკიდა სან ანტონიო სპერსის დარბაზში... ფაჩულიას რომც ეღიარებინა ამის განზრახ გაკეთება, რაც, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი მგონია, სპერსის გულშემატკივრები და გრეგ პოპოვიჩი წარმოადგენენ ადამიანებს, რომლებიც არ უნდა გამოთქვამდნენ პრეტენზიას და უკმაყოფილებას ამ ფაქტზე, მითუმეტეს - გრეგი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია ამ მოქმედების.
Nothing but LOVE Gregg
წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე