დღეს, 30 აგვისტოს NBA-ის "პლეი-ოფის" პირველ სტადიის მე-5 მატჩში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "პორტლენდ ბლეიზერსი" 131:122 დაამარცხა, სერიაში 4:1 აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსის" საკუთარი რეკორდი გაუმჯობესა, ხოლო "მეფემ" და ენტონი დევისმა ერთად კალიფორნიელთა ლეგენდების - შაკილ ო'ნილისა და კობი ბრაიანტის მიღწევა დაამხეს.
ჯეიმსმა შეხვედრაში 36 ქულა, 10 მოხსნა და 10 გადაცემა დააგროვა, NBA-ის ისტორიაში ყველაზე მხრცოვანი კალათბურთელი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი 30 ქულით გაიფორმა. ეს სტატუსი აქამდეც "მეფეს" ეკუთვნოდა, ახლა კი საკუთარივე შედეგი 2 წლით გააუმჯობესა. გარდა ამისა, "ლეიკესის" ისტორიაში ლებრონი გახდა პირველი კალათბურთელი 1988 წლის შემდეგ, რომელმაც შეხვედრა სამმაგი დუბლითა და 30+ ქულით დაასრულა.
ენტონი დევისმაც თანაგუნდელს მხარი აუბა და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა - 36 წუთში 43 ქულა ჩააგდო, 9-ჯერ მოხსნა ბურთი და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. დევისი და ჯეიმსი 18 წლის შემდეგ "ლეიკერსის" პირველი წყვილია, რომელმაც ერთ შეხვედრაში 35 და მეტი ქულა ჩააგდეს. 2002 წლის 9 მაისს იგივე კობი ბრაიანტმა (36) და შაკილ ო'ნილმა (35) მოხერხეს.
სხვა შეხვედრები:
მილოუკი - ორლანდო 118:104 (4:1)
ჰიუსტონი - ოკლაჰომა 114:80 (3:2)