დიდი ძმა - კარმელო ენტონი

AutoSharing Option
#ბაზერი

ცეცხლი ჩაქვრა, თუმცა, მათი ჩრდილები ადგილზეა. თითქმის, გამოუვალი მდგომარეობიდან დაქოქეს მანქანა და მერე იყო ბუგატი. მთელი პორტლენდი ამ მანქანაზე იჯდა. უბრალოდ, ბუგატის DEMO ვერსია იყო და არ გაასწორა. ველოდები სრულ და უფრო პროდუქტიულად ცეცხლოვან მაქანას, რომლის არსენალი ვრცელი იქნება...

დემიენ ლილარდმა ითამაშა ისე, როგორც - არასდროს. დემიენ ლილარდი იყო ბეტმენი მთვარის გარეშე. მის გვერდით რობინი არ იდგა, მის გვერდით - ბებერი კოვბოი იყო. დიდი ძმა, რომელიც ენერგიას, სტაბილურობას, გამოცდილებას უნაწილებდა ბეტმენს. იდეაში, ლილარდის მთვარე კარმელო გახლდათ, თუმცა, მან მზე
დაკარგა და, ახლა, ნათების გარეშე დარჩენილი ვარსკვლავია. მაგრამ, მასა შენარჩუნებული აქვს და მისი სროლამდე გაკეთებული ნახტომი, ისევ, ესთეტიკაა. ორიგინალი ქმნილებაა მისი სროლა...

როდესაც ყველაფერს და ყველას ესვრი, რთულია, სადღაც არ შეცდე. ასეთ დროს, კარმელოს ტიპის ავტორიტეტი სუპერმნიშვნელოვანია. მთელი თავისი გამოცდილებით ცდილობს, რომ მანქანამ მოძრაობა გააგრძელოს და არ გაჩერდეს. თუნდაც, მაშინ, როდესაც ჰორიზონტზეც აღარ ჩანს მეტოქე მრბოლელი და ამ დროის პლანეტის საუკეთესო მრბოლელთან, შავ შუმახერთან, ანუ ლებრონ ჯეიმსთან, ძაან რთულია. წელს, სხვა დონეზე იწევს... ჯანმრთელობას ვუსურვებ. ძველი კურიუკის ტომები ამბოდნენ: ,,სიტყვა მომავლის მთქმელიაო."

თავისი არომატი დატოვეს, იბრძოლეს და სანახაობაც იყო, უამრავი გაოგნება და რაღაც მომენტში სენსაციის სუნიც. მაგრამ, გამართული მანქანა არ გამოდგა, არც გემო იყო ისეთი, როგორიც - სუნი. მოკლედ, რაღაცეებმა გატეხა, თუმცა, კაი იყო.

ლილარდი უკომენტაროდ ბომბია, კარმელო - დიდი ძმა. BIG BROTHER. ერთერთი ყველაზე სასიამოვნო გუნდია, რომელიც, თითქოს, ფრუსტრაციას უნდა შეეჭამა. ბოლომდე ისროდნენ, ბოლომდე ითამაშეს.

ცეცხლოვანი ანარქისტები არიან. მათ არ მოსწონთ მონარქიები და ფავორიტები. შემდეგი სეზონი იგივე იქნება, ისევ იფრენენ. სადღაც, მაინც, პარაშუტი იქნება საჭირო და პარაშუტს მიიღებენ. ბატუტს, მხოლოდ, ფავორიტებს ახვედრებენ, ჩამოცვენილები რომ ცას დაუბრუნდნენ. ყველა ვერ ბრუნდება...

თან, რა საკაიფო მომენტია არა? მფრინავი ბუგატი, რომელიც ღრუბლებზეა და პარაშუტის გახსნას ცდილობს. ციდან დაშვებული კაცი ბატუტით ცას უბრუნდება. ბეტმენი და კოვბოი, ნამეტანი სურეალიზმია. სალვადორ დალის მოეწონებოდა... ახლანდელს.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალალთბურთზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ავტორ დაგიმწიფდა მოსავალი?რას ეწევი ასეთს თუ ძმა ხარ?
alex
22:41 30-08-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული