"მეფემ" და დეივისმა "წვერასა" და ვესტბრუქს ანგარიში გაუთანაბრეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 სექტემბერს, NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართა, რომელშიც "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ჰიუსტონ როქეთსი" 8-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 117:109. 

კალიფორნიელთა ლიდერებმა შეხვედრა ორმაგი დუბლებით დაასრულეს და ვიზამ დუეტს აშკარად აჯობეს. ლებრონ ჯეიმსმა პარკეტზე გატარებულ 39 წუთში 28 ქულა ჩააგდო, 11-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება ენტონი დეივისს, "ეი დიმ" 36 წუთი ითამაშა და ამ დროში გუნდს 34 ქულა, 10 მოხსნა და 4 ასისტი მოუტანა. 

"ჰიუსტონელთა" რიგებში საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო. "წვერამ"
მისთვის მოკრძალებული 27 ქულა ჩააგდო და 7 ასისტი გააკეთა, რასელ ვესტბრუქმა კი 10 ქულაც ძლივს მოაგროვა... და ამას 13 მოხსნა მიუმატა. 

სერიაში ანგარიში 1:1 გახდა. მომდევნო მატჩი კი ზეგ, 9 სექტემბერს გაიმართება. 

altNBA: ლებრონმა და დეივისმა ლეგენდების ისტორია გადაწერეს [VIDEO]

altდონჩიჩის სასწაული: ბოლო წამზე გუნდს მოაგებინა, ჯორდანის რეკორდი დაამხო და NBA-ს ისტორია შეცვალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული